ყოფილი მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმები

პირი, რომელიც გათავისუფლებულია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლისაგან, მოსამართლის თანამდებობას იკავებს კონკურსის წესით. აღნიშნული პირი მოსამართლეობის კანდიდატად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც შეიტანს განცხადებას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამოცხადებულ კონკურსში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს განიხილავს ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატების შერჩევა ხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ამ კანდიდატების დაუსწრებლად, ხოლო მეორე ეტაპზე გასვლის უფლება ეძლევა კანდიდატს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიეცა დადებითი შეფასება.

საჭიროების შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია გასაუბრებაზე მოიწვიოს მხოლოდ მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები. იმ პირებს, რომლებიც არ იქნენ დაშვებული მეორე ეტაპზე ეხსნებათ მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსი.

კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებიაა:

ა) გადაწყვეტილების მიღების უნარი;

ბ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

გ) მენეჯერული უნარ-ჩვევები;

დ) მიუკერძოებლობა;

ე) მორალური ღირებულებები;

ვ) პიროვნული თვისებები;

ზ) პროფესიული გამოცდილება;

თ) სამოსამართლეო ტემპერამენტი/საკუთარი ემოციების მართვის უნარი;

ი) საქმეთა განხილვის სტატისტიკური მაჩვენებლები;

კ) სხდომის ეფექტური მართვის უნარი.