სკოლის კურსდამთავრებულის შერჩევის კრიტერიუმები

იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული მოსამართლეობის კანდიდატად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარადგენს განცხადებას.

მოსამართლეობის კანდიდატად იუსტიციის მსმენელის შერჩევისას მხედველობაში მიიღება იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში მისი რიგითი ნომერი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შეფასება იუსტიციის მსმენელის პიროვნული თვისებების, პროფესიული უნარ–ჩვევების, მტკიცებისა და გამოხატვის უნარის თაობაზე.

კანდიდატის შეფასების კრიტერიუმებია:

ა) გადაწყვეტილების მიღების უნარი;

ბ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

გ) მენეჯერული უნარ-ჩვევები;

დ) მიუკერძოებლობა;

ე) მორალური ღირებულებები;

ვ) პიროვნული თვისებები;

ზ) პროფესიული გამოცდილება;

თ) რიგითი ნომერი იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში;

ი) სამოსამართლეო ტემპერამენტი/საკუთარი ემოციების მართვის უნარი;

კ) სხდომის ეფექტური მართვის უნარი.