იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო სისტემის საკომუნიკაციო სტრატეგია დაამტკიცა
ნოემბერი 19, 2018

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო სისტემის საკომუნიკაციო სტრატეგია დაამტკიცა.

დოკუმენტს მხარი საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა.

საკომუნიკაციო სტრატეგიის მიზანია სასამართლო სისტემის ნდობის ამაღლება. სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებთან შეხვედრების ფორმალიზება. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა. მედიასთან ურთიერთობის სისტემატიზაცია.

სასამართლო სისტემის კომუნიკაციის ძირითადი მიმართულებები ევროკავშირის სასამართლო მხადაჭერის პროექტის (EU4Justice) დახმარებით და მხარდაჭერით მომზადდა.