იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული რვა მოსამართლე უვადოდ გაამწესა
დეკემბერი 3, 2018

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული რვა მოსამართლე უვადოდ გაამწესა. ღია კენჭისყრის შედეგები ასეთია

1. ზურაბ ბალავაძე - ზესტაფონის რაიონული სასამართლო - 14 ხმით

2. გიორგი გრატიაშვილი - ბათუმის საქალაქო სასამართლო - 14 ხმით

3.ალექსანდრე იაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლო - 14 ხმით

4. მაია კუთხაშვილი - გორის რაიონული სასამართლო - 14 ხმით

5. რომან კუპატაძე - გურჯაანის რაიონული სასამართლო - 13 ხმით

6. თამარ ლაკერბაია - თბილისის საქალაქო სასამართლო - 13 ხმით

7. ნიკოლოზ მარგველაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლო -13 ხმით

8. ბადრი ნიპარიშვილი - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო - 14 ხმით

აღნიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე სამწლიანი ვადით 2016 წლის 4 იანვრიდან გამწესდნენ