იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორი აირჩია
იანვარი 23, 2020

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ზურაბ აზნაურაშვილი აირჩია. აღნიშნულ პოზიციას ის 5 წლის ვადით დაიკავებს.

ღია კენჭისყრაზე ზურაბ აზნაურაშვილის კანდიდატურას მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცხრა წევრმა დაუჭირა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ვაკანსიაზე რეგისტრაცია 2019 წლის 13 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

რეგისტრირებული 42 კონკურსანტიდან საკვალიფიკაციო მოთხოვნები 20-მა კანდიდატმა დააკმაყოფილა.
გასაუბრებაზე ცხრა კანდიდატი გამოცხადდა, მათთან გასაუბრება 14 და 15 იანვარს ჩატარდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ქეთევან ცინცაძე საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.