იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ვიზიტი სლოვენიაში
აპრილი 23, 2018

საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრები, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის (EU4JUSTICE) ორგანიზებით, სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფებიან.

დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ სლოვენიის სასამართლო საბჭოსთან და მის სტრუქტურულ ერთეულებთან; უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტთან, ვიცე პრეზიდენტთან, გენერალურ მდივანთან და განყოფილების უფროსებთან. შეხვედრები ასევე დაგეგმილია სლოვენიის იუსტიციის სამინისტროში და პარლამენტში.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა:

  1. სლოვენიის სასამართლო/მართლმსაჯულების რეფორმის მომზადებისა და განხორციელების გამოცდილება. მისი მნიშვნელობა ევროკავშირთან დაახლოების და საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესში;
  2. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი ფუნქციები, აქტივობები, რეგულაციები, პროცედურები.

ვიზიტი სლოვენიაში, 2018 წლის 23-დან 25 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. დელეგაციის შემადგენლობაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გარდა, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის (EU4JUSTICE) წარმომადგენლები იმყოფებიან.