იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მონიტორინგის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ივლისი 2, 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მონიტორინგის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

OSCE/ODIHR-ის მონიტორინგის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებს დააკვირდებიან.

მხარეებმა შეხვედრაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან, დაკვირვების მეთოლოგიასა და ზოგად მანდატთან დაკავშირებით ისაუბრეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.