იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ
ივნისი 28, 2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მდივანი და საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრნენ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის საქმიანობა შეაფასეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ის შენიშვნები გააცნეს, რომელიც ანგარიშთან დაკავშირებით მომზადდა. წინადადებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა იზიარებს. ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.

შეხვედრას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეებიც დაესწრნენ.