იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ზოგიერთი სასამართლოს, კოლეგიის თუ პალატის თავმჯდომარეთა დანიშვნის საკითხი განიხილეს
ივნისი 19, 2017

დღეს, 19 ივნისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატების და კოლეგიების შემადგენლობაში მოსამართლეების ცვლიელებებისდა ასევე ზოგიერთ სასამართლოს, კოლეგიის თუ პალატის თავმჯდომარეთა დანიშნისსაკითხი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი გამწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ, ასევე საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნა ამავე პალატის თავმჯდომარედ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა ირაკლი შენგელია, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ მალხაზ ოქროპირაშვილი, თელავის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად კი მარინე ცერცვაძე.