იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართა
სექტემბერი 3, 2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატების მეორე ეტაპზე დაშვების შესახებ იმსჯელეს. საბჭოს გადაწყვეტილებით 84 კანდიდატიდან მეორე ეტაპზე 79 გადავიდა, ორს უარი ეთქვა, სამ კანდიდატს კი დოკუმენტების წარდგენისთვის დამატებითი ვადა მიეცა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 43 ვაკანსიაზე გამოაცხადა. რეგისტრაცია 6 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა.