იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
იანვარი 11, 2019

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.

გიორგი მიქაუტაძემ როს უილსონს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლა.

მხარეებმა მიმდინარე პროცესებსა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნის საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრაზე გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტთან თანამშრომლობისა და პროცესის ღიაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მზაობა დაადასტურა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანი პარტნიორია.