იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება
ივლისი 12, 2019

ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კანდიდატის განცხადება და თანდართული დოკუმენტი, გარდა ჯანმრთელობის ცნობის.

შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მანამდე საკითხის ირგვლივ დისკუსია გაიმართა. სხდომას ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონდათ.