იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები რუსთავის საქალაქო სასამართლოს სტუმრობდნენ
ივნისი 26, 2018

ზაზა ხარებავა, ლევან გზირიშვილი და შოთა ქადაგიძე სასამართლოს თავმჯდომარესა და მოსამართლეებს შეხვდნენ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამია ფხაკაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში სასამართლოში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახლად ამოქმედებული სასამართლო სხდომების ადმინისტრირებისა და მართვის სისტემას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს სასამართლოს წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის საქმეთა სიმრავლე და სამოქალაქო კოლეგიაში შექმნილი მდგომარეობა.