იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
ნოემბერი 8, 2018

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა.

გასაუბრება რვა კანდიდატმა გაიარა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კონკურსში საბუთების მიღება სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგევრდის (www.hr.gov. ge) მეშვეობით 2018 წლის 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.