იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
მაისი 31, 2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ახლადგამწესებულმა სამმა მოსამართლემ - ლელა ჭინჭარაულმა, ალექსანდრე ლომიძემ და ფატი ფურცხვანიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე მოსამართლის ფიცი დადეს.

ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც დაესწრო. ფიცის დადების ცერემონია ღია იყო მედიის წარმომადგენლებისთვის.