იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის 18 კანდიდატთან გასაუბრება გაიმართა
ოქტომბერი 11, 2018

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის 18 კანდიდატთან გასაუბრება გაიმართა. იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრების პროცესი ხვალაც გაგრძელდება. გასაუბრება 12 ოქტომბერს 10:30 საათზე დაიწყება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსმენელთა შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ღია კენჭისყრით მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში 121 კანდიდატი მონაწილეობს.