იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ზოგიერთი სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების დაკისრების საკითხი განიხილეს
აგვისტო 1, 2017

2017 წლის 31 ივლისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ზოგიერთი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის/უფლებამოსილების დაკისრების საკითხი განიხილეს.

კანდიდატებთან გასაუბრების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ლერი თედორაძეს, ხოლო ცაგერის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება როინ კახიძეს დააკისრეს. საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშნული პირები 2017 წლის 1 აგვისტოდან შეუდგებიან სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელებას.