იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ევროპის საბჭოს დელეგაცია ეწვია
მარტი 23, 2018

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეწვია ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფი დემოკრატიის საკითხებზე (GR-DEM) ევროპის საბჭოში ლიტვის, ბელგიის, გერმანიის, უნგრეთის, ლატვიის, ნორვეგიის, შვედეთის და პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლების შემადგენლობით. დელეგაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და წევრებმა უმასპინძლეს.

შეხვედრის პროცესში მსჯელობა გაიმართა სასამართლო სისტემის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მონიტორინგის ჯგუფს გააცნეს ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სასამართლო სისტემის შემდგომი განვითარებისთვის განხორციელებული პროექტებით მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგები, ასევე სასამართლო სისტემის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტული სფეროების მოსაწესრიგებლად, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.