იუსტიციის საბჭოს მდივანი სამართლის უზენაესობის მდგრადი ინიციატივების ფონდის (FSRI) პრეზიდენტს შეხვდა
ოქტომბერი 4, 2017

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამართლის უზენაესობის მდგრადი ინიციატივების ფონდის (FSRI) პრეზიდენტი ვიქტორ სჩატერი და მედიაციის ექსპერტები ჯენიფერ ბრენდტი და დევიდ ვეისი ესტუმრნენ. სტუმრებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და საბჭოს არამოსამართლე წევრებმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მედიაციის პროგრამების განხორციელებას, დავების ალტერნატიული გადაწყვეტის გზებს, სავალდებულო მედიაციის ამოქმედების საჭიროებას. სტუმრებმა ისაუბრეს, თუ როგორია მედიაციის დამკვიდრების პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასსხვა ქვეყნებში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მომავალი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.