ქურდაძე ირინა

დაიბადა1968 წელს ქალაქ თბილისში .

1992 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.

1984-1988 წლებში იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის N15 სამონტაჟო ტრესტის საწარმოო ტექნოლოგიური კომპლექტაციის სამმართველოს კადრების განყოფილების ინსპექტორი.

1992-1995 წლებში იყო თსუ-ს ასპირანტი "საერთაშორისო სამართლის სპეციალობით".

1996-1997 წლებში მუშაობდა თსუ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის კადრების გამგის ასისტენტის თანამდებობაზე.

1997 წლიდან მუშაობს მასწავლებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრაზე.

1998-2001 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის, "დახმარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს", ეროვნული ექსპერტი.

2003-2004 წლებში იყო გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის "კონსტიტუციური მართლმსაჯულების ხელშეწყობა საქართველოში" ეროვნული ექსპერტი.

2000 წლიდან მუშაობს სამოსამართლო სწავლების ცენტრში მოწვეულ ლექტორად.

2004 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

2006 წლის 17 მარტს საქართველოს პარლამენტის #2766 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.