ირაკლი ბონდარენკო

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1976 წლის 21 მარტს ქ. თელავში.

განათლება

1993 წელს დაამთავრა თელავის №8 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2009 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

1998-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წამყვან სპეციალისტად, შემდგომ მოსამართლის თანაშემწედ და მთავარ მრჩევლად.

2007-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2009-2011 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2011-2017 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2017 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. 2018 წლიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2017 წლიდან არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.