ადეიშვილი ირაკლი

დაიბადა 1974 წლის 9 ოქტომბერს ქ. რუსთავში.

1991 წელს დაამთავრა ქ. რუსთავის #2 საშუალო სკოლა.

1997 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

1997 წლის სექტემბრიდან 1998 წლის ივნისის ჩათვლით სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ქ. ბუდაპეშტში, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

1996 წლის ოქტომბრიდან 1997 წლის აგვისტოს ჩათვლით მუშაობდა შპს ,,ჯორჯიან ინვესთმენთ ედვაიზორსში“ იურისტად.

1998 წლის ივლისიდან 1999 წლის იანვრის ჩათვლით მუშაობდა ეუთო-ს (ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) საქართველოს მისიაში იურისტად.

1999-2005 წლებში მუშაობდა კ.ს ,,ოქრუაშვილი და პარტნიორებში“ იურისტად.

2001 წლის ივლისიდან არის კ.ს ,,ოქრუაშვილი და პარტნიორების“ კომანდიტი პარტნიორი.

2003 წლიდან-დღემდე არის შპს ,,ქართული იურიდიული ჯგუფი“-ს დამფუძნებელი, პარტნიორი და დირექტორი.

არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი.

ჰყავს მეუღლე და შვილი.