მოსამართლეობის საკვალიფიკაციო წერით გამოცდაზე დაშვებულ კანდიდატთა საყურადღებოდ
იანვარი 31, 2019

მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შეფასებაზე მიღებულ იქნა 15 საპრეტენზიო განაცხადი.

სისხლის სამართლის სპეციალიზაციის 9 საპრეტენზიო განაცხადიდან გამსვლელი ქულა დააგროვა 2-მა გამოსაცდელმა, ხოლო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციის 6 განაცხადიდან - 1 გამოსაცდელმა.

წერითი გამოცდა ჩატარდება 2019 წლის 2 თებერვალს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საგამოცდო დარბაზში (მის.: წინანდლის ქ. 9). გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყება 8:00 საათზე და მასზე დაიშვებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ტესტური გამოცდა.

წერით გამოცდაზე დაშვებულ გამოსაცდელებს ვთხოვთ, აპლიკანცის პორტალის მეშვეობით ჩაეწერონ შესაბამისი სპეციალიზაციის გამოცდაზე 2019 წლის 1 თებერვლის ჩათვლით.

წერითი გამოცდა ტარდება ელექტრონული სისტემის საშუალებით ან წერილობითი ფორმით.

გამოცდის წერილობითი ფორმით ჩაბარების მსურველმა გამოსაცდელმა წინასწარ უნდა მოახდინოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის ინფორმირება. განცხადება აღნიშნულის თაობაზე წარდენილ უნდა იქნეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ან შეტყობინება უნდა განხორციელდეს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 595 850395 ან 577 988884, 2019 წლის 1 თებერვლის 14:00 საათამდე.