ილონა თოდუა

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1977 წლის 7 ნოემბერს ქ. სოხუმში;

განათლება:

1999 წელს დამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი;

2003 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა. არის დოქტორანტი და მუშაობს სადისერტაციო თემაზე;

2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;

სამუშაო გამოცდილება:

2000-2007 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ჯერ სხდომის მდივნად, ხოლო შემდეგ მოსამართლის თანაშემწედ;

2002 წლიდან პარალელურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრაზე;

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 აპრილის N219 ბრძანებულებით დაინიშნა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 7 აპრილის N1/57-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში;

2010-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ;