II სამუშაო ჯგუფის ღია შეხვედრა
ივლისი 11, 2019

სასამართლო სისტემის 2017-2021 წლების სტრატეგიის იმპლემენტაციის მიზნით შექმნილი II სამუშაო ჯგუფის ღია შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა რენატე ვინტერმა გახსნეს.

უცხოელმა ექსპერტება სასამართლოების საზოგადოებასთან კომუნიკაციის სტანდარტის პროექტის პრეზენტაცია გამართეს, გაიმართა დისკუსია და მიმოიხილეს საერთაშორისო პრაქტიკა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტის საბოლოო ფორმირებაზე მუშაობა გაგრძელდება.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.