სტაჟირება

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესაძლებელია არაანაზღაურებადი სტაჟირების გავლა. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს სტაჟიორის მომზადებას კვალიფიციურ კადრად და მის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება 6 თვით. ვადა დამატებით შეიძლება გაგრძელდეს სტაჟირების ახალი კონკურსის გამოცხადებამდე.

სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტი.

სტაჟიორი მიიღება კონკურსის წესით, გასაუბრების ან/და ტესტირების საფუძველზე. სტაჟიორად პირს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანი.

სტაჟიორი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საკითხებს.

სტაჟიორს უფლება აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი.