სამსახური სასამართლოში

საქართველოს საერთო სასამართლოს აპარატის თანამშრომელები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც იყოფიან სახელმწიფო მოხელეებად და დამხმარე მოსამსახურეებად.
მოხელე არის პირი, რომელიც ინიშნება სასამართლოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე.
დამხმარე მოსამსახურე არის ტექნიკური მუშაკი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით მიიღება სასამართლოს შტატით გათვალისწინებულ დამხმარე მოსამსახურის თანამდებობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს უზენაესი სასამართლო;
საქართველოს საერთო სასამართლოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს გარდა) აპარატის მოხელის და დამხმარე მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოებს და თანამდებობათა დასახელებებს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოს საერთო სასამართლოს შტატგარეშე მოსამსახურე არის პირი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება სამსახურში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.