სიახლეები
2018 წლის 26 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა თებერვალი 23, 2018

2018 წლის 26 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

იხ. დღის წესრიგი

44 მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ გამწესდა თებერვალი 22, 2018

2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა კენჭისყრა თანამდებობაზე 3 წლის ვადით გამწესებულ იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც მიმართეს საბჭოს წერილობითი განცხადებით.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით 50 კანდიდატიდან უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე, 44 მოსამართლე გაამწესეს.

ინფორმაცია კენჭისყრის ჩატარების შესახებ! თებერვალი 19, 2018

22 თებერვალს, 15.00 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გაიმართება კენჭისყრა იმ მოსამართლეთა უვადოდ გასამწესებლად, რომლებმაც 794 მუხლის თანახმად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მომართეს უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით.

შეხვედრები ესპანელ მოსამართლესთან თებერვალი 16, 2018

მიმდინარე წლის 15-16 თებერვალს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ესპანელმა მოსამართლე ხუან კარლოს და სილვამ, სამუშაო შეხვედრები გამართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, საბჭოს  წევრებთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორთან  და  დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატთან.

2018 წლის 19 თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა თებერვალი 15, 2018

2018 წლის 19  თებერვალს 11:00 საათზე გაიმართება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა.

იხ. დღის წესრიგი.