გურჯაანის რაიონული სასამართლო აცხადებს მოხელეთა შესარჩევ კონკურსს!
იანვარი 16, 2012

1. მენეჯერი-საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი

2. მოსამართლის თანაშემწე

3. სხდომის მდივანი

4. თარჯიმანი

5. სპეციალისტი (სამეურნეო საკითხებში)

6. ქსელის ადმინისტრატორი

7. კანცელარია და მოქალაქეთა მისაღები განყოფილების უფროსი

8. სპეციალისტი

9. კურიერი

10. სხდომის მდივანი

11. მანდატური

მაგისტრატი მოსამართლის აპარატში (ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში)

12. სხდომის მდივანი

13. მანდატური
კონკურსი ეწყობა იმ პირებს შორის, რომლებიც შეიტანენ განცხადებას კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და დააკმაყოფილებენ საკონკურსო და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. იხილეთ საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

მისაღები კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას და აქვს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, სასამართლოს მანდატურის თანამდებობაზე მისაღები კანდიდატების ასაკი განსაზღვრულია 22-დან 50 წლამდე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოში წერილობით განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

1. ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);

2. განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობის (დიპლომი) ასლი;

3. უკვე გაცემული შრომის წიგნაკის ასლი;

4. ორი ფოტოსურათი;

5. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

კონკურსს ატარებს გურჯაანის რაიონული სასამართლოს აპარატის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

დაინტერესებულმა პირებმა, განცხადება და სხვა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ 31 იანვრის ჩათვლით, 10.00 საათიდან 17.00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოში, შემდეგ მისამართზე: გურჯაანი, სანაპიროს ქ. N24, გურჯაანის რაიონული სასამართლო. ტელ.: (353) 22-38-22.

კონკურსი ჩატარდება განცხადების გამოქვეყნების დღიდან არაუადრეს სამი კვირისა. კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით.

კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გამარჯვებულმა ორ კვირაში უნდა წარმოადგინოს დამატებითი საბუთები „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.