გურჯაანის რაიონული სასამართლო

მის.: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. 24

ტელ.: 0 (353) 22 38 22

გურჯაანის გაერთიანებული რაიონული სასამართლო ამოქმედდა 2011 წლის 2 დეკემბრიდან.

სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაშია 5 მოსამართლე. აგრეთვე, 1 მაგისტრატი მოსამართლე უფლებამოსილებას ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 1 მაგისტრატი მოსამართლე - ყვარლის მუნიციპალიტეტში.

მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით.გურჯაანის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 23 საშტატო ერთეულით.