პაიჭაძე გოჩა

დაიბადა 1941 წლის 9 ნოემბერს ქ. თბილისში.

1947 წელს შევიდა ქ. თბილისის მე-7 რკინიგზის საშუალო სკოლაში, ხოლო 1958 წელს დაამთავრა თბილისის მე-17 საშუალო სკოლა.

1959-1965 წწ სწავლობდა თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე. პარალელურად მუშაობდა სარემონტო კანტორაში მუშად.

1966 წლიდან 1973 წლამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის სისტემაში _ სტაჟიორ-გამომძიებლად, გამომძიებლად, ჯერ მარნეულში, შემდეგ კი გარდაბანში და ქ. თბილისის ლენინის სახელობის რაიონში.

1974-1981 წლებში მუშაობდა საქართველოს სახალხო კონტროლის კომიტეტში ინსპექტორად.

1981-1987 წლებში ქ. რუსთავში, ჯერ კპ ქალაქკომის განყოფილების გამგედ, შემდეგ წლებში მინისტრთა კაბინეტში.

1993 წლიდან მუშაობდა საქართველოს გენპროკურორის მოადგილედ, ხოლო 1997 წლიდან საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად.

ჰყავს მეუღლე, ერთი შვილი და ორი შვილიშვილი.