გოჩა მამულაშვილი

დაიბადა 1961 წლის 1 ივლისს.

1980–1985 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1989_1993 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი (სისხლის სამართლის მიმართულებით).

1994 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სისხლის სამართლის მიმართულებით, თემაზე: ერთიანი დანაშაულის ცნება და ფორმები.

1992 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის კათედრის ასისტენტი, 1996 წლიდან დოცენტი, ხოლო 2005-2008 წლებში კონკურსის წესით არჩეული სრული პროფესორი - სისხლის სამართლის მიმართულებით.

2000 წელს მონაწილეობა მიიღო კორუფციასთან ბრძოლის პრობლემებზე ბუდაპეშტში ჩატარებულ რეგიონულ კოფერენციაზე.

2007 წელს მონაწილეობა მიიღო ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული სისხლის სამართლის ერთობლივი სახელმძღვანელოს გამოცემისადმი მიძღვნილ სემინარში.

2008 წელს მონაწილეობა მიიღო ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული სისხლის სამართლის ერთობლივი სახელმძღვანელოს გამოცემისადმი მიძღვნილ სემინარში.

2008-2011 წლებში იყო თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის კონსულტანტი.

2012 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები:

2002-2003 წლებში იყო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გრანტის მონაწილე (სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის კომენტარი-ეკონომიკური დანაშაული), წიგნი გამოიცა 2004 წელს.

2007-2008 წლებში იყო საქართველოს სამეცნიერო ეროვნული ფონდის საგრანტო პროექტის მონაწილე (სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო პრაქტიკის კომენტარი- დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ) წიგნი გამოიცა 2008 წელს.

2009-2011 წლებში იყო რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის მონაწილე: `ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოვლინებების კრიმინალიზაციისა და სამართალშეფარდების პრობლემები ქართულ სისხლის სამართალში.~წიგნი გამოიცა 2012 წელს.

2000 -2012 წლებში გამოაქვეყნა სამეცნიერო შრომები და პუბლიკაციები: პასუხისმგებლობა სახელმწიფო დანაშაულისათვის (თანაავტორობით), პასუხისმგებლობა სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის (თანაავტორობით), დანაშაული სახელმწიფოსა და სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ (თანაავტორობით), ტერორიზმი, თსუ სიღნაღის ფილიალის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო შრომების კრებული (გამოშვება III) თსუ გამომცემლობა;

საერთაშორისო დანაშაულის კოდიფიკაციის ზოგიერთი ასპექტი სახელმწიფოსა და სამართლის აქტუალური პრობლემები, საიუბილეო კრებული მიძღვნილი თსუ იურიდიული ფაკულტეტის 80 წლისთავისადმი.;

პასუხისმგებლობა საერთაშორისო დანაშაულისათვის (თანაავტორობით); დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ, (თანაავტორობით);

სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის, თავი XIV,;

სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, სახელმძღვანელო, ორტომეული, რედაქტორი და თანაავტორი; სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, ეკონომიკური დანაშაული (თანაავტორობით); სისხლის სამართლის კანონმდებლობის სრულყოფისათვის, ჟურნალი მართლმსაჯულება და კანონი, #2 (9);

სისხლის სამართლის სასამართლო პრაქტიკის კომენტარი, დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ (თანაავტორი), თ.წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი; სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები, თ.წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი (თანაავტორი),თბილისი 2009 (ინგლისურ ენაზე);

არაერთგზისი დანაშაულის ცნების საკანონმდებლო სრულყოფისათვის, ჟურნალი ცხოვრება და კანონი, 2009 #1;

ტრეფიკინგის მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობა, ჟურნალი ცხოვრება და კანონი, 2010 #1;

ორგანიზებული დანაშაულის თანამედროვე გამოვლინებების კრიმინალიზაციისა და სამართალშეფარდების პრობლემები ქართულ სისხლის სამართალში, (თანაავტორი).

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 14 ივნისის #746 დადგენილებით არჩეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით დამკიცებულ იქნა იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელ საბჭოს წევრად.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.