გიორგი შავლიაშვილი

დაიბადა 1973 წლის 11 აგვისტოს ქ. ყვარელში.

1990-1996 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1994- 2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს ექსპედიტორად, ინსპექტორად, სხდომის მდივნად, თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 ივნისის #511 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ივლისის #530 განკარგულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 5 ივლისის #531 განკარგულებით დაეკისრა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2006 წლის 6 თებერვალს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის #1 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

2007 წლის 31 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის #9 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

2010 წლის 18 ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

2011 წლის 31 ივლისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.