სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი

დაიბადა 1975 წლის 6 მაისს ქ. ზესტაფონში.

1992 წელს წარჩინებით დააამთავრა ქ. ზესტაფონის #2 საშუალო სკოლა.

1992-1997 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2002-2006 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში კონსტიტუციური სამართლის სპეციალობით.

1998 წლის ივნისიდან 2002 წლის იანვრამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატში სპეციალისტად, უფროს სპეციალისტად, წამყვან სპეციალისტად.

2002 წლის იანვრიდან 2004 წლის მაისამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსად, შემდეგ ამავე დეპარტამენტის უფროსად.

2004 წლის მაისიდან იმავე წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული განყოფილების უფროსად.

2004 წლის ივნისიდან იმავე წლის ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იურიდიული სამმართველოს უფროსად, სამინისტროს აპარატის უფროსად, იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსად.

2004 წლის ნოემბრიდან 2005 წლის აპრილამდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის ქ. თბილისის გლდანის საპასპორტო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსად.

2005 წლის აპრილიდან დღემდე მუშაობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.