პაპუაშვილი გიორგი

დაიბადა 1972 წლის 26 დეკემბერს ქალაქ თბილისში.

1979 – 1990 წლებში სწავლობდა თბილისის #1 საშუალო სკოლაში.

1995 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

1996-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის აპარატში წამყვან სპეციალისტად, აპარატის უფროსად.

მუშაობის პარალელურად, 1996-1997 წლებში, როგორც ღია საზოგადოების ინსტიტუტის კონკურსში გამარჯვებული, სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ქ. ბუდაპეშტი) პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი (MA).

1999 წელს ედმუნდ მასკის პროგრამის კონკურსში გამარჯვების შემდეგ, ჩაირიცხა ამერიკის უნივერსიტეტის (ქ. ვაშინგტონი) მაგისტრატურაში, რომელიც დაამთავრა 2000 წელს იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხით (LLM).

2000 წლის აგვისტო-დეკემბერში მუშაობდა ეროვნული ანტიკორუფციული პროგრამის შემმუშავებელი ჯგუფის აპარატის უფროსად.

2000-2004 წლებში იყო ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” კანონის უზენაესობის პროგრამის დირექტორი.

2004-2005 წლებში ეკავა საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

2005 წლის თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად.

2006 წლის 14 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, ხოლო 29 სექტემბერს არჩეულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

2007 წლის 1 ოქტომბერს არჩეულ იქნა ვენეციის კომისიის წევრად.

2012 წლიდან არის ილიას უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის საბჭოს, ევროპის კავშირსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს ინსტიტუტებში (აშშ, საფრანგეთი, ბელგია).

არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.