გიორგი ობგაიძე

დაიბადა 1976 წლის 25 ივლისს, ქ. საჩხერეში.

1999 წელს დაამთავრა ქ.თბილისის ახალგაზრდობის საერთაშორისო ინსტიტუტი ,,თბილისი“-ს, იურიდიულ ფაკულტეტი.

1999-2003 წლებში იყო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2004 წელს იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრის თანაშემწე.

2004-2005 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი.

2005-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

2006 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2007 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის სამსახურის ანალიზისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი.

2007-2008 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პროკურორი.

2008 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თავმჯდომარედ.

2008-2009 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

2009-2010 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე.

2010-2012 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.