საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს უფროსი

დაიბადა 1981 წლის 28 აგვისტოს ქ. ზესტაფონში.

1998 წელს დაამთავრა ქ. თბილისის #31 საშუალო სკოლა.

1998-2002 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტზე, სპეციალობით საერთაშორისო ურთიერთობები.

2002-2005 წლებში სწავლობდა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტში მეტეხის ეკონომიკური ფაკულტეტიზე. კვალიფიკაცია-ეკონომისტი, სპეციალობა-ფინანსები და კრედიტები.

2003-2006 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

1997-1998 წლებში იყო საქართველოს ალტერნატიული პარლამენტის წევრი (საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი).

2001 წელს მონაწილეობა მიიღო საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ გაეროს განვითარების პროგრამა- ,,მოდელირებაში”.

2001 წელს მიღებული აქვს საქართველოს კონტროლის პალატის სერთიფიკატი სარევიზიო-საკონტროლო საქმიანობის ორგანიზაციაში.

2002 წელს მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. დაგეგმვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტად; ეკონომიკური სამსახურის სპეციალისტად; ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მრჩევლად; ეკონომიკური დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილედ.

2006 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო სამმართველოს უფროსად.

ჰყავს მეუღლე და შვილი.