ხიზანიშვილი გიორგი

დაიბადა ქ. თბილისში 1978 წლის 5 მაისს.

1984 წლიდან _ 1993 წლამდე სწავლობდა ქ. თბილისის მე-16 საშუალო სკოლაში.

1993 წლიდან გადავიდა ქ. თბილისის რკინიგზის მე-10 საღამოს სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1995 წელს.

1995-2000 წლებ სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით.

2000 წელს შევიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, რომელიც დაამთავრა 2003 წელს.

2005-2006 წლებში სწავლობდა ევროპის საბჭოსთან არსებული თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლაში.

1997-1999 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ვაკის რაიონის შს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანაშემწედ საზოგადოებრივ საწყისებზე.

1999 წლის სექტემბრიდან 2000 წლის სექტემბრამდე გაიარა სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტში, ხოლო 2000 წლის სექტემბრიდან 2004 წლის მარტამდე მუშაობდა ამავე დეპარტამენტში მრჩევლის თანამდებობაზე.

2004 წლის მარტიდან 2004 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და იურიდიული სამმართველოს ორგანიზაციული მუშაობის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად.

2004 წლის ივნისიდან 2004 წლის აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული სექტორის უფროსად.

2004 წლის აგვისტოდან 2005 წლის მარტამდე მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსად.

2005 წლის მარტიდან მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.

2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ოქტომბრამდე ასრულებდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 6 ოქტომბრის #580 განკარგულებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ოთხი წლის ვადით.

2004 წლის 26 სექტემბერს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2007 წლის 10 ნოემბრიდან 2008 წლის 9 ოქტომბრამდე ასრულებდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივნის მოვალეობას.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.