გიორგი ბუხრაშვილი

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1983 წლის 7 თებერვალს ქ. რუსთავში.

განათლება:

2000 წელს დაამთავრა რუსთავის ქართული გიმნაზია.

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება:

2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში დარბაზის მეთვალყურედ.

2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლო სხდომის მდივნად.

2008-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.

2012 წელს დაინიშნა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2012 წლის ივნისიდან მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში, სადაც 2012 წლის სექტემბრიდან იმავდროულად დაკისრებული ჰქონდა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2012 წლის ნოემბრიდან არის სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.