ბოკერია გიგა

დაიბადა 1972 წლის 20 აპრილს ქალაქ თბილისში.

1990-1995 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე.

1996-2001 წლებში მუშაობდა ,,თავისუფლების ინსტიტუტში” ადამიანის უფლებების კოორდინატორად.

2001-2004 წლებში მუშაობდა ,,თავისუფლების ინსტიტუტში” უფროს იურიდიულ მრჩევლად.

2004 წლიდან დღემდე არის საქართველოს პარლამენტის წევრი.

2004 წლის მაისიდან არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 4 ივლისის #5221 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.