ქავთარაძე გია (საბჭოს მდივანი)

დაიბადა 1970 წელს.

1992 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტი, ხოლო 1993 წელს – ინდიანას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასპირანტურა.

1992 წლის აგვისტოდან 1993 წლის იანვრამდე მუშაობდა საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის სამინისტროში სპეციალისტად.

1993 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ინდიანას უნივერსიტეტში სამართლის სკოლის ასპირანტურაში სწავლის პარალელურად, მუშაობდა იურიდიულ ფირმაში “Square, Sanders and Dampsey” იურსიტად.

1994-1995 წლებში იყო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) საქართველოს წარმომადგენლობის საფინანსო ადმინისტრატორის თანაშემწე.

1995-1997 წლებში იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს წარმომადგენლობის ადმინისტარტორი.

1997-1998 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული პროექტის – “საქართველოს სახალხო დამცველის სამსახურის მხარდაჭერა” კონსულტანტად.

1998 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინატორად, ხოლო იმავე წლის ოქტომბერში – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორად.

1999 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა სამი წლის ვადით აირჩია საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად, ხოლო 2000 წლის თებერვალში დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს მდივნად.

2002-2003 წლებში მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის – “ტაჯიკეთის რესპუბლიკის სასამართლო რეფორმა” სამართლებრივ კონსულტანტად. პარალელურად, მუშაობდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის პროექტის – “პროკურატურის რეფორმა საქართველოში” სამართლებრივ კონსულტანტად.

2002 წელს მან დააფუძნა სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება – “ქავთარაძე და პარტნიორები”. იმავე წელს მან დააფუძნა ინდიანას უნივერსიტეტის ქართველ კურსდამთავრებულთა ასოციაცია და დღემდე თავმდჯომარეობს მას.

2001 წელს მას მიენიჭა იუსტიციის უფროსი მრჩევლის სპეციალური წოდება.

სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სასწავლო გადამზადების კურსებში. კერძოდ: ”(UNICEF)-ის საკადრო რესურსების მართვა (1997 წ., შვეიცარია, ჟენევა); (UNICEF)-ის პროგრამების მართვის დაგეგმარება და საერთო ბიუჯეტი” (1997 წ., შვეიცარია, ჟენევა); “(UNICEF)-ის სახელფასო მეთოდოლოგია და სამუშაოთა კლასიფიკაცია” (1997 წ., ეგვიპტე, ქაირო); “სამოსამართლო სწავლება” (1999 წ., ა.შ.შ., ნევადა); სამართლის ხელმისაწვდომობა – ცვლილებათა სტრატეგია” (2001 წ., გაერთიანებული სამეფო, ლონდონი); “სასამართლო სისტემა” (2001 წ., ისრაელი); “სასამართლო მართვა და რეფორმა” (2001 წ., ა.შ.შ.).

2005 წლის ივნისიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

2005 წლის დეკემბრიდან 2007 წლის აგვისტომდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ამავე პერიოდში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.