გეწაძე გია (საბჭოს მდივანი)

დაიბადა 1968 წლის 21 დეკემბერს ქ. სამტრედიაში.

1992-1995 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ სპეციალობათა ფაკულტეტზე (სპეციალობა ,,ჟურნალისტიკა”).

1990-1995 - წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე.

1994 - 1995 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი.

1995-1996 წლებში იყო გრაიფსვალდის უნივერსიტეტის პროფესორის თანაშემწე.

1996-1997 წლებში მუშაობდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფროს თანაშემწედ.

1997-1999 წლებში იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს იურიდიული მრჩეველი.

2000 წელს მუშაობდა AMEX INTERNATIONAL-ის მთავარ იურიდიულ მრჩევლად, ხოლო 2001-2002 წლებში - IRIS საქართველოს მთავარ იურიდიულ მრჩევლად.

2002 წელს იყო IRIS- საქართველოს დირექტორი.

2003 წელს იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

2000-2004 წელს ეკავა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის - მდივნის თანამდებობა.

2004 წელს იყო პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში.

2004-2005 წლებში იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

2006 წლიდან დღემდე არის იურიდიული კომპანია კ/ს ,,გეწაძე და პატეიშვილის’’ დამფუძნებელი პარტნიორი, კომანდიტი.