გენადი მაკარიძე

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1976 წლის 11 იანვარს ქ. თერჯოლაში;

განათლება:

1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თერჯოლის № 2 საშუალო სკოლა;

1998 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტი, მეორადი ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიის სპეციალობით;

2006 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის ქელბაქიანის სახელობის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი;

2010 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2010-2011 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში;

სამუშაო გამოცდილება:

2004 წელს მუშაობა დაიწყო ქ. თერჯოლის რაიონულ სასამართლოში, დარაჯის თანამდებობაზე;

2005 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კურიერის თანამდებობაზე;


2007 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს სხდომის მდივნის მოვალეობის შემსრულებლად, შემდეგ მოსამართლის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლად;

2008 წელს მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად;

2012 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტის თანამდებობაზე;

2012 წლიდან მარტიდან იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის 18 იანვრიდან გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.