გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფისთვის მიმართვის მსურველ გამოსაცდელთა საყურადღებოდ
იანვარი 28, 2019

ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს.

შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში (მის.: ბოჭორმის ქუჩა 12) 29 იანვარს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე და 30 იანვარს 10:00 საათიდან 16:30 საათამდე.