გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლო

მის: ქ. ზუგდიდი, გრ. ქობალიას ქ. 12

ტელ: 0 (415) 22 15 83


გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ვრცელდება აბაშის, ამბროლაურის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, თერჯოლის, ლანჩხუთის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ოზურგეთის, ონის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ქედის, ქობულეთის, შუახევის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის, ხობის, ხონისა და ხულოს მუნიციპალიტეტების, თვითმმართველი ქალაქების - ბათუმის, ფოთისა და ქუთაისის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე.

სასამართლოს შემადგენლობაშია 1 მოსამართლე.

გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს აპარატი განისაზღვრება 1 საშტატო ერთეულით.