ფხაკაძე მამია

დაიბადა 1976 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისში.

1993 წელს დაამთავრა თბილისის #42 ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საშუალო სკოლა.

1993 წელს ჩაირიცხა მეცნიერებათა აკადემიის თბილისის სამართლისა და ფსიქოლოგიის ინსტიტუტის, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1998 წელს.

2000 წლის 10 მაისიდან 2002 წლის 27 აპრილამდე მუშაობდა სასჯელთა აღსრულებისას კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობის თბილისის პროკურატურაში გამომძიებლის თანამდებობაზე.

2002 წლის 27 აპრილიდან 2003 წლის 11 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოკვლევის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2003 წლის 22 ოქტომბრიდან 2003 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს გამომძიებლის თანამდებობაზე.

2003 წლის 31 დეკემბრიდან 2004 წლის 22 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლის თანამდებობაზე.

2004 წლის 22 ნოემბრიდან 2004 წლის 17 დეკემბრამდე მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2004 წლის 17 დეკემბრიდან 2005 წლის 3 მაისამდე მუშაობდა მცხეთის რაიონული პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე.

2005 წლის 3 მაისიდან 2007 წლის 2 აგვისტომდე მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე.
2007 წლის მაისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

აქვს სპეციალური წოდება – იუსტიციის მრჩეველი, გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 აგვისტოს #1/138-2007 გადაწყვეტილებით დაინიშნა ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 აგვისტოს #1/143-2007 გადაწყვეტილებით მივლინებულ იქნა გორის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 14 სექტემბრის #1/173-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 17 სექტემბრის #1/185-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/292-2007 გადაწყვეტილებით გამწესდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 26 დეკემბრის #1/293-2007 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2008 წლის 13 თებერვლის #1 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2008 წლის 13 თებერვლის #2 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის წევრად.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 16 ოქტომბრის #1/333-2009 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 18 ივნისის #1/63-2010 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარედ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 18 ივლისის #1/60-2010 გადაწყვეტილებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.