ტყეშელაშვილი ეკატერინე

დაიბადა 1977 წლის 23 მაისს ქალაქ თბილისში.

1994 წელს დაამთავრა თბილისის #46-ე საშუალო სკოლა.

1999 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

1997-1999 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში მთავარ სპეციალისტად.

1998-1999 წლებში მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში იურისკონსულტანტად ნახევარ განაკვეთზე.

1999 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში გაიარა სპეციალური კურსი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში.

2001 წელს ნოტრდამის უნივერსიტეტში მიიღო საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი.

2001 წელს ზაფხულის განმავლობაში გაიარა პრაქტიკა ნიუ-იორკში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში `იურისტთა კომიტეტი ადამიანის უფლებებისათვის~, სადაც შემდგომში იურისტის კვალიფიკაციით გააგრძელა კვლევა საერთაშორისო სისხლის სასამართლოს სტატუსის იმპლემენტაციისათვის საქართველოს მოცულობაზე.

2001-2002 წლებში პრაქტიკას გადიოდა ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალში, ბრალმდებლის ოფისში, სააპელაციო განყოფილებაში.

2002 წლის ივნისიდან მუშაობდა იურისტად, შემდგომ კი დირექტორად `IRIS-საქართველოში~.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.

2006 წლის 28 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის #290 ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

2006 წლის 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტის #243 განკარგულებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ.

2006 წლის 10 მაისს საქართველოს პრეზიდენტის #252 განკარგულებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ.

2006 წლის 9 ივნისს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის #9 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.

2007 წლის 30 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის #133 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად.

ჰყავს მეუღლე და შვილი.