კონსულტანტი

დაიბადა 1972 წლის 3 მაისს ქ. სოხუმში.

1979-1990 წლებში სწავლობდა ქ. სოხუმის შ. რუსთაველის სახელობის პირველ საშუალო სკოლაში.

1990-1995 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის პედაგოგიურ ფაკულტეტზე

1998 წლის 17 მარტიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატში რეფერენტის თანამდებობაზე.

2001-2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე.

2001 წლის 1 ივნისიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს აპარატის საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადებისა და ორგანიზაციის სექტორის კონსულტანტის თანამდებობაზე.

2004 წლის 1 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისა და სასამართლო პერსონალის საკადრო აღრიცხვის სამმართველოს საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციის განყოფილების უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე.

2005 წლის 1 აპრილიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების სამმართველოს საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზაციისა და საკადრო საკითხთა განყოფილების კონსულტანტის თანამდებობაზე.

2006-2011წწ. მუშაობდა საკადრო საკითხთა და საქმისწარმოების დეპარტამენტის საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზებისა და საკადრო საკითხთა განყოფილებაში კონსულტანტის თანამდებობაზე.

2010 წლის 6 მარტს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2011 წლის 1 სექტემბრიდან გადაყვანილ იქნა სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კანცელარიის კონსულტანტის თანამდებობაზე, სადაც აგრძელებს მუშაობას დღემდე.