ჯორბენაძე ომარ

დაიბადა 1967 წლის 6 მაისს ხულოს რაიონში მოსამსახურის ოჯახში.

1984 წელს დაამთავრა საშ. სკოლა ოქროს მედალზე.

1986-1988 წლებში გაიარა სავალდებულო- სამხედრო სამსახური.

1988-1989 წლებში მუშაობდა თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში ელექტროზეინკლად.

1995 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1991-1996 წლებში მუშაობდა კერძო სამართლის იურიდიული პირების იურისტად.

1996-1997 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

1997-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის განყოფილების უფროსად.

1998 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 ოქტომბრის #556 ბრძანებულების საფუძველზე დაინიშნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 7 მაისის ბრძანებულების საფუძველზე გათავისუფლდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აპრილის #264 განკარგულების საფუძველზე დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ.

“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტისა და 541 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად 2005 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 31 ოქტომბრის #870 ბრძანებულებით გათავისუფლებულ იქნა თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან და დაეკისრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება თავისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში.

2005 წლის 29 ნოემბრის საქართველოს პრეზიდენტის #894 განკარგულებით დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თამჯდომარედ.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2006 წლის 6 თებერვლის #5 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილებას ახორციელებდა 2007 წლის აგვისტომდე.

არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის ასპირანტი, მუშაობს თემაზე-,,დაკავებისა და პირადი ჩხრეკის სისხლის საპროცესო სამართლებრივი პრობლემები,,. რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, ჟურნალ ~სამართალში~.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.