დღეიდან მომხმარებელს საშუალება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებებს ახალ ვებგვერდზე გაეცნოს
ივნისი 21, 2019

დღეიდან მომხმარებელს საშუალება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებებს ახალ ვებგვერდზე ecd.court.ge გაეცნოს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიმართა. ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გახსნეს.

„მომხმარებელს საშუალება ექნება იოლად და კომფორტულად მისთვის სასურველ თემაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოძებნოს. ზოგადად, გადაწყვეტილებების გამოქვეყნება გაზრდის სასამართლო სისტემის გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ხელს შეუწყობს. ახალი ვებგვერდის შექმნა მნიშვნელოვანი ვალდებულება იყო საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ecd.court.ge -ზე 2019 წლის სასამართლო გადაწყვეტილებები უკვე ხელმისაწვდომია. პორტალს ეტაპობრივად წინა წლების გადაწყვეტილებებიც დაემატება.

პორტალზე რეგისტრირებულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს საქმის მიმდინარეობას, მისთვის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისიწნებულ პირად თუ საჯარო შეტყობინებას და საქმესთან დაკავშირებით ყველა ელექტრონულ დოკუმენტს.

ვებგვერდის პრეზენტაციას სასამართლო ხელისუფლების, ფინანსთა სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.